ფიშერი - ჩემი საქმეა გავაკეთო ყველაფერი, რომ გავაგრძელოთ მეგობრობა, რომელიც ახლა დაძაბულია


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრობა გაგრძელდება. მე პირადად საქართველოს მეგობარი ვარ და ჩემი საქმეა გავაკეთო ყველაფერი, რომ გავაგრძელოთ მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც ბათუმში მოხდა, არაქართული საქციელი იყო.
"საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრობა გაგრძელდება. მე პირადად საქართველოს მეგობარი ვარ და ჩემი საქმეა გავაკეთო ყველაფერი, რომ გავაგრძელოთ მეგობრობა, რომელიც ახლა დაძაბულია. ბათუმში მე ცოლთან ერთად ვსეირნობდი. გამოჩნდა ვიღაც კაცი, რომელმაც დაიწყო ყვირილი. ქართველმა ქალმა და კაცმა, რომლებთან ერთადაც ვიყავით უთხრეს რომ დაწყნარებულიყო და წასულიყო. ანალოგიურისკენ მოუწოდეს სხვა ქართველებმაც, რომლებიც ჩვენს გარშემო იდგნენ. რაც სიმშვიდის მიზეზია არის ის, რომ მას არავინ შეუერთდა და ყველა ვინც იქ იყო უთხრა, რომ არასწორი იყო. და ის წავიდა. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მივიღე უამრავი შეტყობინება და აქაც მოვიდნენ და მითხრეს რომ შეწუხებულები არიან. ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
18 მაისს ბათუმში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს ვალერი ქოჩიაშვილი თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თაგები:
პეტერ ფიშერი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა