ფიშერი - დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გამოხატა მადლიერება გერმანიის მიმართ და სოლიდარობა ჩემს მიმართ

ავტორი
Front News საქართველო
დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა ჩემს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა.
"დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა ჩემს მიმართ. გმადლობთ უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნისა და საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული გზის განვითარებაში ჩვენი წვლილის აღიარებისთვის. საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა. გერმანია და ევროკავშირი ამისთვის ვართ აქ“, - წერს პეტერ ფიშერი.
თბილისში 28 სექტემბერს გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მხარდასაჭერად „ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში“ მოეწყო.
თაგები:
პეტერ ფიშერი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


