Logo

ფიშერი – გაქვთ სტატუსი, მაგრამ ამ პროცესში წინ არაფერი მიდის, ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მთავრობაა

პოლიტიკა
1321
Frontnews image description

გაქვთ სტატუსი, მაგრამ ამ პროცესში წინ არაფერი მიდის, ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მთავრობაა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასული წლის ივნისიდან ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და საქართველომ გზიდან გადაუხვია.

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლიდან აქვს, ევროკავშირმა მისცა თქვენს ქვეყანას ეს სტატუსი. ეს არის ყველაზე დიდი შეთავაზება და საჩუქარი, რომლის გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, შეთავაზება, რომ შემოუერთდეთ ჩვენს გაერთიანებას. გასული წლის ივნისიდან პროცესი გაჩერდა, საქართველომ გადაუხვია გზას. ასე რომ, გაქვთ სტატუსი, მაგრამ ამ პროცესში წინ არაფერი მიდის. ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მთავრობაა, სხვანაირად არ შეიძლება”, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები