
ავტორი
Front News საქართველო
ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს არასდროსაა გამოსავალი, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ.
“ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროსაა გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ მშვიდობაში, თავისუფლებასა და განვითარებაში”, – წერს პეტერ ფიშერი.
რუსთაველზე მომიტინგეები წინააღმდეგ სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა, ისინი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მათ შორის დაკავებების დროს. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ნაცემია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 63 პირი დააკავეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
თაგები:
პეტერ ფიშერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს