
ავტორი
Front News საქართველო
გერმანია გამოთქვამს შეშფოთებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან ის არ შეესაბამება ევროკავშირში მიღებულ პრაქტიკას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არ შეესაბამება ევროკავშირში მიღებულ პრაქტიკას.
“პრემიერ-მინისტრი ხვალ გაემგზავრება გერმანიაში, სადაც შეხვდება კანცლერ შოლცს. გერმანია გამოთქვამს შეშფოთებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან ის არ შეესაბამება ევროკავშირში მიღებულ პრაქტიკას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს. ეს აუცილებლად იქნება საუბრის თემა პრემიერ კობახიძესა და კანცლერ შოლცს შორის” , – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
თაგები:
პეტერ ფიშერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს