ფიშერი – მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიას და სხვებზე თავდასხმა, მათთვის ზიანის მიყენება, საით მიდიხარ საქართველო?

ავტორი
Front News საქართველო
მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიას და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.
“8 ელჩი “ტვ პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია.
მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება.
გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. საით მიდიხარ საქართველო?” – წერს ფიშერი.
თაგები:





