ფიშერი - ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინების და შედარებების გამოყენება ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენება მორალურად არასწორია.
"ვიმეორებ იმას, რაც აქ უკვე მანამდე განვაცხადე, გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინების და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია, რადგან ისინი ამცირებენ მსხვერპლთა ღირსებას და ქმნიან ცრუ შთაბეჭდილებებს“, – წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტყუილები და განცხადებები, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან კეთდება, გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა.
თაგები:
პიტერ ფიშერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს