ფიშერი – საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შესაძლებლობას


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ორ პრეზიდენტს შორის გამართული აუდიენციის დროს, შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან მწუხარება გამოთქვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაერთიანების პროცესის გაყინვის გამო.
“დღეს, ბერლინში, პრეზიდენტი შტაინმაიერი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. მან მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის მკაფიო მხარდაჭერისთვის და მწუხარება გამოთქვა ამ პროცესის ჩავარდნის გამო. საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შესაძლებლობას”, – წერს ელჩი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს დღეს შეხვდა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ბერლინში აუდიენციაზე სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა