ფიშერი – საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ევროატლანტიკურ კურსს ეწინააღმდეგება.
“ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 – 2024 წლების გარდამავალ პერიოდში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.
ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა – ჩვენ გვინდა, ვიყოთ დემოკრატია, გვინდა, ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთო – სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები ამ კურსს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.
თაგები:
პიტერ ფიშერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა