Logo

ფიშერი – თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ

პოლიტიკა
1487
Frontnews image description

თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ არ არსებობს ქვეყანაში პლურალისტური მედია,  მაშინ ქვეყანა ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში.

“თავისუფალი და პლურალისტური ჟურნალისტიკა, პლურალისტური კი ბევრ განსხვავებულ აზრს ნიშნავს, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ქართველების გადასაწყვეტია, როგორი სახელმწიფო გსურთ, როგორი საზოგადოება გსურთ. თუმცა, თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ. ეს წინაპირობაა. თუ არ გაქვთ, მაშინ ვერ გაწევრიანდებით და ამ საკითხზე აკადემიური ანგარიშის ნახვა საინტერესოა”, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები