Logo

ფიცო – საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია

პოლიტიკა
375
Frontnews image description

ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას.

მისივე განცხადებით, სერბეთი, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები