ფიცო - სლოვაკეთი პატარა სკოლის მოსწავლე არ არის, რომელსაც დამოძღვრა სჭირდება


ავტორი
Front News საქართველო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი პატარა სკოლის მოსწავლე არ არის, რომელსაც დამოძღვრა სჭირდება.
"სლოვაკეთის სუვერენული პოზიციები ამაოებიდან არ გამომდინარეობს, არამედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული. ერთიანი სავალდებულო მოსაზრების პოლიტიკა სუვერენიტეტისა და დემოკრატიის უარყოფაა“, - აღნიშნა ფიცომ.
ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ინიციატივას, რომ ევროკავშირმა სლოვაკეთს ევროპული ბლოკის პოლიტიკისგან გადახვევის გამო დაფინანსება შეუჩეროს.
"როდესაც ასეთ აგრესიულ შენიშვნებს ისმენ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს არც ისე კარგ დროში ვცხოვრობთ. გერმანიის კანცლერის სიტყვები თანამედროვე ევროპაში აბსოლუტურად მიუღებელია. თუ არ დავემორჩილებით, დავისჯებით? ეს არ არის ერთიანობისა და თანამშრომლობის გზა. მე მჯერა, რომ ამას განვმარტავთ, რადგან კომუნიკაციის ასეთი სტილი კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა ფიცომ.
თაგები:
რობერტ ფიცო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს