ფლავისმანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ფლავისმანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით დამონტაჟდება ჭაბურღილი. მოეწყობა სანიტარიული დაცვის ღობე, მაგისტრალური მილსადენი, რკინა ბეტონის ჭა თუჯის ხუფით, საქლორატოროს და სანიტარიული დაცვის ღობე.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 500-ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი საქლორატოროს მოწყობა ერგნეთშიც.
გარდა ფლავისმანის და ერგნეთისა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა რეაბილიტაცია განხორციელდება ფლავში, ქვემო არცევში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს