ფლეი-ოფის ყველა წყვილი ცნობილია, G ჯგუფიდან 1/8 ფინალში ბრაზილია და შვეიცარია ითამაშებენ

ავტორი
Front News საქართველო
დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, ფლეი-ოფის ყველა მონაწილე გუნდი ცნობილია.
ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრები G ჯგუფის ეგიდით გაიმართა. კამერუნმა ბრაზილია 1:0 დაამარცხა, ხოლო შვეიცარიამ სერბეთს 3:2 სძლია.
მარცხის მიუხედავად ბრაზილია მაინც პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან, ხოლო მეორე პოზიციას შვეიცარია დასჯერდა.
1/8 ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ნიდერლანდები – აშშ
არგენტინა – ავსტრალია
იაპონია – ხორვატია
ბრაზილია – სამხრეთ კორეა
ინგლისი – სენეგალი
საფრანგეთი – პოლონეთი
მაროკო – ესპანეთი
პორტუგალია – შვეიცარია
3 დეკემბრიდან დაიწყება ფლეი-ოფი და ამ სათამაშო დღეს ფეხბურთის გულშემატკივარი ორ შეხვედრას იხილავს:
19:00 საათზე: ნიდერლანდები – აშშ
23:00 საათზე: არგენტინა – ავსტრალია
მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი




