Logo

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევი ტური დაიწყო

საზოგადოება
659
Frontnews image description

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევი ტური გაიმართა, სადაც თერჯოლის, ტყიბულისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების  ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ასევე სახვითი ხელოვნების ოსტატებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, მერის მოადგილეები, მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულს საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე ესწრებოდნენ.

 

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მიზანია  ქართული, ასევე საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის, ფოლკლორის დარგებისა და ჟანრების ნიმუშთა მოძიება, საქართველოს თითოეულ კუთხესა და სოფელში ხალხური შემოქმედების დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია.

 

ეროვნული ფესტივალი  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები