ფონდ “ლაზარეს” პროექტის – “ქართულ-ოსური ინიციატივა” ფარგლებში ახალგაზრდული სამშვიდობო გაცვლის ლიდერების ტრენინგი ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის – “ქართულ-ოსური ინიციატივა” ფარგლებში 20-27 ივნისს ახალგაზრდული სამშვიდობო გაცვლის ლიდერების ტრენინგი ჩატარდა.
ფონდი “ლაზარე” პროექტს საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის;
“სანამ ივლისში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენცია პროექტის ფარგლებში სამშვიდობო ახალგაზრდულ გაცვლას უმასპინძლებს, ქართველი და ოსი ახალგაზრდები გადამზადდნენ – განივითარეს ლიდერობის, ფასილიტაციის, ტრენერობის და კონფლიქტის ტრანსფორმაციის უნარები, რათა ეფექტურად შეძლონ სამშვიდობო ახალგაზრდული გაცვლის მართვა.
მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მეგობრობისა და ახლობლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. ქართულ-ოსური ურთიერთობები ყოველთვის ემყარებოდა ორმხრივ პატივისცემასა და ურთიერთგაგებას. ქართველი და ოსი ახალგაზრდების დაახლოებით კი, პროექტი ხელს უწყობს ამ ისტორიული კავშირის შენარჩუნებასა და მშვიდობიანი მომავლის მშენებლობას”, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
საპატრიარქო

პროექტის “ახალგაზრდული ინიციატივა მშვიდობის მშენებლობისათვის“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის ფარგლებში მე-2 ვორქშოფი ჩატარდა

წყალტუბოში, პროექტის “სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა