ფონიჭალაში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს

ავტორი
Front News საქართველო
ფონიჭალაში, კომენდანტის საათის დროს ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ კერძო სახლში ნიღბიანი პირები შევიდნენ. წაღებულია დიდი ოდენობით თანხა და ოქროულობა.
ყაჩაღობის დროს სახლში ოჯახის უფროსი ქალბატონი და მისი რძალი იმყოფებოდნენ, რომლებიც თავდამსხმელებმა გაკოჭეს. დაზარალებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, მძარცველები ჯერ დაკავებულები არ არიან.
თაგები:





