
ავტორი
Front News საქართველო
“ფორმულას“ ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.
ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, მიზეზი მისი პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა ნიკა გვარამიას საქმეზე. საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს.
მოსამართლეთა კლანის წევრზე სანქციების დაწესების საკითხი ელჩ კელი დეგანთან შეხვედრაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა დასვეს. ამ ეტაპზე უცნობია, ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის მიზეზი ეს თხოვნაა თუ არა, თუმცა „ფორმულას“ წყაროს დადასტურებული ინფორმაციით,
გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკაში ტრენინგზე ვეღარ წავა.მოსამართლის თანაშემწე თამარ ფხაკაძე „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ სემინართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
თაგები:
ლაშა ჩხიკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს