“ფორმულას” ჟურნალისტზე ძალადობაში ბრალდებული ქალი 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ფორმულას” ჟურნალისტზე სალომე ბოკუჩავაზე ძალადობაში ბრალდებული ქალი 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
15 ივლისს ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულის დედამ “ფორმულას” ჟურნალისტზე სალომე ბოკუჩავაზე იძალადა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა. მას ქალმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახეში, ასევე, მიაჯახა კედელს და ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
17 ივლისს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ფორმულას” ჟურნალისტს სალომე ბოკუჩავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
თაგები:
ფორმულა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს