
ავტორი
Front News საქართველო
ფოთის მერიამ საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსა.
ასევე, წელს, პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სტუდენტებისთვის ამოქმედდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია.
ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სასწავლებლის სტუდენტებს ფოთის მერიაში უმასპინძლა და აღნიშნული სიახლეები პირადად გააცნო.
“ფოთელი სტუდენტების ხელშეწყობის და მხარდაჭერის მიზნით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რომლის საფუძველზე, “საბაკალავრო პროგრამის” ფარგლებში, ვაგრძელებთ ფოთელი სტუდენტების წახალისებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტია ფოთში გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა. შესაბამისად, მუდმივად ვუჭერთ მხარს სასწავლებლის განვითარებას და აქტიურად ვთანამშრომლობთ”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა სრულფასოვანი უმაღლესი განათლება მიიღონ.
თაგები:
ფოთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს