ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა


ავტორი
Front News საქართველო
ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
ირაკლი კაკულიას სახელმწიფო ბრალდება ქრთამის აღებას, თაღლითობაში დახმარებას, თანხის გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საქმე ეხება ფოთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს.
დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ორი კვირის ვადაში ჩაბარდება.
ასევე პატიმრობა მიესაჯათ ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ მერიის ყოფილ თანამდებობის პირებსაც.
ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა და აუცილებლად გასაჩივრდება.
ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია 2019 წელს დააკავეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს