ფოთის ცენტრალურ პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ავტორი
Front News საქართველო
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.
"ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. განხორციელდა სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს ატრაქციონების მონტაჟი. დაგეგმილია ტერიტორიაზე დეკორატიული მცენარეების დარგვა და შადრევნების მოწყობა. ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ მნიშვნელობის ობიექტია. ამ პროექტის განხორციელება ახალ სიცოცხლეს შესძენს პარკს და ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება", – განაცხადა მალხაზ თორიამ.
პროექტის ფარგლებში შენდება სცენა, ეწყობა, ბილიკები და საბავშვო ატრაქციები. იცვლება განათების სისტემა და ირგვება დეკორატიული მცენარეები. პროექტის დასრულება ზაფხულში იგეგმება.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


