
ავტორი
Front News საქართველო
ფოთში #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს სახეში ცხელი ყავა შეასხეს.
დამკვირვებლის თქმით, მას შემდეგ დაუპირისპირდენენ, რაც კოორდინატორს, რომელიც სამაგიდო სიაში გაცემულ თანხებს მიუთითებდა, სიების ჩვენება მოთხოვა.
“უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში ქალბატონს ჰქონდა სიები და ჰქონდა მითითებული თანხები, ვის რამდენი მისცა, ვერ მოვახერხე წართმევა, ხანში შესული ქალბატონი იყო, პატივი ვეცი და თხოვნით მივმართე, თუ შეგიძლიათ ეს სიები მომაწოდეთ-მეთქი. გვერდიდან ბეიჯიანი მამაკაცი მივიდა, მას გამოართვა სიები და მე ცხელი ყავა შემასხა სახეში”, – განაცხადა ოპოზიციის დამკვირვებელმა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
თაგები:
ფოთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს