Logo

ფოთში 43 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს

საზოგადოება
286
Frontnews image description

ფოთში, საკუთარ ავტომანქანაში 43 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. ის მანქანაში შვილს ელოდებოდა, რომელიც ფოთის მომსახურების სააგენტოში იყო შესული. 

"მთავარის" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მას ცეცხლი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანიდან სწორედ მას შემდეგ გაუხსნეს, რაც გურამ ახალაიას ქალიშვილი ავტომანქანიდან გადავიდა და მსხვერპლი მარტო დარჩა. 

მას შემდეგ, რაც ავტომანქანაში მჯდომი მამაკაცი ცხრა ტყვიით დაცხრილეს და დარწმუნდნენ, რომ ის ცოცხალი აღარ იყო, თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ, "მთავარის" ინფორმაციით, ისინი შსს-მ მალევე დააკავა. 

გურამ ახალაია რამდენიმე წლის განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ბიზნესით იყო დაკავებული. 

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი თავდასხმა ანგარიშსწორების მოტივით მოხდა – გურამ ახალაია კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. 

თაგები:

Advertisement