ფოთში ათონელის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ათონელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, დაიგო ორი ფენა ასფალტბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.
დასრულებული სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
“აღსანიშნავია, რომ ცენტრის უბნის სანიაღვრე არხების დიდი ნაწილი ათონელის ქუჩის გავლით უერთდება მთავარ სატუმბ სადგურს. სამწუხაროდ უხვი ნალექის შედეგად, ათონელის ქუჩა ხშირად იტბორებოდა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემების სრულყოფილად მოწესრიგება. ჩვენ მსგავსი მიდგომებით ვაგრძელებთ ქალაქის სხვა ქუჩების რეაბილიტაციასაც”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
თაგები:
ფოთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს