ფოთში დააკავეს ქალი, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში პოლიციამ დედა დააკავა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში მიატოვა. ჩვილი გარდაცვლილი გუშინ ნახეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ქალმა აღიარებითი ჩვენება მისცა და ის ამ დროისთვის განყოფილებაში იკითხება.
ადგილობრივებმა ბავშვის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მილი გაიჭედა და მეზობლები მის გაწმენდას ცდილობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს