ფოთში განახლებული საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში განახლებული საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა.
შესაბამისი ინვენტარით მოეწყო ცხენების სადგომი და გასახდელები, განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა.
სკოლისთვის შეძენილია ახალი ცხენები, რომლებზეც ივარჯიშებენ მოსწავლეები 10 წლიდან. ასევე, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაისეირნონ პონით.
განახლებული იპოდრომი ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად დაათვალიერა.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს გაწვრთნიან პროფესიონალი მწვრთნელები.
ფოთის იპოდრომი ემზადება სხვადასხვა შეჯიბრებების ჩასატარებლად, მათ შორის, ისეთ სახეობებში, როგორიცაა კონკური, დოღი და ა.შ.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოთელ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი არჩევანი სპორტულ სახეობებში, შესაბამისად კვლავ გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს