ფოთში, კიკალეიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყო


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, კიკალეიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაიგო ორი ფენა ასფალტბეტონის საფარი. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ტროტუარები დეკორატიული დაწნეხილი ფილებით. დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა. განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
დასრულებული სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად დაათვალიერა.
“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ ღონისძიებებს როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რომელიც ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა ქუჩას“, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს