ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ეწყობა ფოლად-რკინა-ბეტონის 8-მალიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძე 433 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე, საგზაო ნაწილში ხორციელდება გრუნტის გამაგრების სამუშაოები, რაც გულისხმობს ვერიტიკალური სადრენაჟე ფითილების, ქვის ხიმინჯებისა და საგზაო სამოსის მოწყობას.
მიმდინარე სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს.
“მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხიდი უზრუნველყოფს ამჟამად არსებული შემოსასვლელი ხიდის, ჰიდროკვანძის განტვირთვას, რომლის მთავარი ფუნქცია წყლის ნაკადების რეგულირება”, – განაცხადა ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს.
ხიდი შედგება ექვსი ბურჯისგან, ოთხი ბურჯის რკინა-ბეტონის სამუშაო დასრულებულია, მიმდინარეობს ბოლო ორი ბურჯისთვის ხიმინჯების საბურღი მოედნის მოსაწყობად აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები.

სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება და მას კომპანია ,,Construction Service“ აწარმოებს.
ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. შესაბამისად იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.
თაგები:
ფოთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს