ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი მუშა დაშავდა

ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში, სამუშაო პროცესის დროს ორი მუშა დაშავდა.
სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სენაკში, კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, რის შედეგად ამავე საწარმოში დასაქმებულმა ორმა მამაკაცმა სხეული სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თაგები:





