Logo

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოება
306
Frontnews image description

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე ბრალდებულის ადვოკატებმა 30 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ისინი დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან 45 წლის გურამ ახალაია 4 თებერვალს მოკლეს.

თაგები:

Advertisement