
ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, პორტთან მცხოვრები დევნილები აქციას მართავენ. ისინი უკვე წლებია, პორტის ტერმინალში ღია წესით ქიმიური ტვირთების დამუშავებას აპროტესტებენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი ადგება, ხელისუფლება კი მათ პროტესტზე არ რეაგირებს. ისინი ტერიტორიიდან განსახლებას ითხოვენ.
“ძირითადი პრობლემა არის მტვერი, გამონაბოლქვი და ხმაური, რომელიც გაუსაძლის ხდის აქ ცხოვრებას. პორტის გაფართოვებასთან დაკავშირებით მოხდა ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში ამ პორტის ფაქტობრივად შემოჭრა. გარკვეული ტერიტორია ჩამოგვაჭრეს და გადასცეს პორტს, რის შემდეგად დაიწყო რაღაც ქიმიური ნივთიერებების ღია წესით დამუშავება. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს საზიანოა, ყოველდღიურად ვიწამლებით. საფრთხეში არიან ბავშვებიც”, – აცხადებენ ადგილობრივები.
აქციის მონაწილეები დღეს გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს