ფოთში თოვლისგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება

ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, თოვლისგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს სამუშაოებს.

სპეციალური ტექნიკის მიერ იწმინდება ქალაქის ცენტრალური და შიდა ქუჩები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.

უამინდობის გამო, დღეს ფოთის საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. .
ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება ქალაქს.
თაგები:
ფოთი




