Logo

ფოთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
07.09.2021 / 12:46
Frontnews image description

ფოთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

 

წინასწარი ინფორმაციით, „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გზის პირას მდებარე ბეტონის ბოძს შეეჯახა. 

 

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მასთან ერთად არავინ იმყოფებოდა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

Advertisement