
ავტორი
Front News საქართველო
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარული სესიის ფარგლებში გაიმართება დებატები რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე, კონგრესი აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტებსა და ვიცე-პრეზიდენტებს.
ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრად 5 წლის ვადით არის არჩეული.
სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გოგი ფუტკარაძე; ზუგდიდის, ქუთაისის და გარდაბნის საკრებულოს წევრები მონაწილეობენ.
თაგები:
ფოთის მერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს