ფოთის მერმა კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ფოთში 491 მოსწავლისათვის ბოლო ზარი დაირეკა.
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.
"ფოთის მერია ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. წარმატებებს ვუსურვებთ ამ საინტერესო გზაზე მშობლიური ქალაქის საკეთილდღეოდ!" - აღნიშნავენ ფოთის მერიაში.
თაგები:
ფოთი







