ფოთის საფეხბურთო სკოლა ANTALYA FRIENDSHIP CUP-ის გამარჯვებულია

ავტორი
Front News საქართველო
ფოთის საფეხბურთო სკოლა ANTALYA FRIENDSHIP CUP-ის გამარჯვებულია.
ფოთის საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდმა თურქეთში ANTALYA FRIENDSHIP CUP-ის ტურნირის ფინალში მოწინააღმდეგე “AM 14 FA” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩებს ანტალიამ (ბელეკი) უმასპინძლა.
გიორგი ტყებუჩავას და გიორგი ჭანტურიას გაწვრთნილმა მოსწავლეებმა ტურნირის ფარგლებში ხუთი შეხვედრა ჩაატარეს და ხუთივე გამარჯვებით დაასრულეს.
მათ ანგარიშზე 19 გატანილი და 0 გაშვებული ბურთია.
ფოთის საფეხბურთო სკოლის ფეხბურთელებმა თურქეთში საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს და ქვეყანაში გამარჯვებულები ბრუნდებიან.
თაგები:
ფოთის საფეხბურთო სკოლა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


