Logo

"ფოთის თასი 2025" - ფოთის ახალ, თანამედროვე ჰარდის საფარიან კორტებზე გამართულ ტურნირს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო

რეგიონები
264
Frontnews image description

ფოთის ახალ, თანამედროვე ჰარდის საფარიან კორტებზე "ფოთის თასი 2025" გაიმართა. ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ჩოგბურთის ტურნირს დაესწრო.

ტურნირი "ფოთის თასი 2025" ფოთის ახალ, თანამედროვე ჰარდის საფარიან კორტებზე გაიმართა.

შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირში როგორც ბ კატეგორიის, ისე ა+ბ შერეული წყვილების თანრიგში დარეგისტრირებული 64 ჩოგბურთელი მონაწილეობდა.

ტურნირი "ფოთის თასი 2025" საჩოგბურთო კლუბ "ბრეიქ პოინტ ფოთის" ორგანიზებით ჩატარდა.

ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ ტურნირის დასასრულს, გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები