
ავტორი
Front News საქართველო
ფოტოკონკურსი “შემოდგომის ჭიათურა” დასრულდა. კონკურსში, რომელშიც 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, შემოდგომის მრავალფერი ფერებით გაჯერებული ჭიათურის ულამაზესი ხედები იყო წარდგენილი.
გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის წევრების მიერ შეირჩნენ (გოჩა ბარელაძე, მამა გიორგი გოგოლაშვილი, გიორგი კურტანიძე, ლადო მუმლაძე).
I ადგილი ლალო ბუჭუხიშვილმა დაიკავა,
II ადგილი – ანასტასია ფხალაძე,
III ადგილი-ნიკა კაპანაძე.
გამარჯვებულები დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ასევე გამოვლინდნენ სხვა პრიზიორი მონაწილეები, რომელთა ფოტოებიც გახდნენ რჩეულები:
მამა გიორგი გოგოლაშვილის რჩეული – ნათია გოგსაძე;
ფოტოგრაფ გოჩა ბარელაძის რჩეული – თიკო ფეიქრიშვილი;
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის რჩეული – სოფიო ღუღუნიშვილი;
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რჩეული – თათია ქურციკიძე;
გაზეთმა “ხელოვნების ტალღამ” თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ გადასცა 2022 წლის კალენდარი, მათ მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შერჩეული ფავორიტი ფოტოების გამოსახულებით.
პროექტი კულტურის ცენტრის ახალგაზრდულ საკითხთა და ხელოვნების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს