Logo

ფოთში, საერთაშორისო ტურნირი კრივში ფოთელი სპორტსმენებისთვის წარმატებით დასრულდა

რეგიონები
45
Frontnews image description

ფოთში, ზურაბ სარსანიას სახელობის ყოველწლიური, საერთაშორისო  ტურნირი კრივში წარმატებით დასრულდა ფოთელი სპორტსმენებისთვის.

ოქროს მედალი აკაკი ბასარიამ მოიპოვა, რომელიც საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

წელს ტურნირში საქართველოს, ისრაელის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის მოკრივეთა ნაკრების 100-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

ტურნირი 2007-2008 წლებში დაბადებულ მოკრივეებს შორის ჩატარდა და ოთხი  დღის განმავლობაში გაგრძელდა. შეჯიბრს საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯები აფასებდნენ.

ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის სპორტულ დარბაზში გაიმართა.

თაგები:

ფოთი
Advertisement