ფოთში, საქართველოს დრიფტის ლიგა 2025-ის მე-2 ეტაპის შეხვედრები ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფოთში, საქართველოს დრიფტის ლიგა 2025-ის მე-2 ეტაპის შეხვედრები გაიმართა.
ქვეყნის საუკეთესო დრიფტერებმა მაყურებლებისთვის დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს. მისი გამარჯვებული გახდა რომა ხარიტოვი.
ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო.
"სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა ფოთისთვის ტრადიციად იქცა, რომელსაც წარმატებით ვაგრძელებთ. დღეს ფოთში გაიმართა საქართველოს დრიფტის ლიგა 2025-ის მე-2 ეტაპის შეხვედრები.
მადლობა მინდა ვუთხრა BMW Club Georgia-ს და საავტომობილო სპორტის ფედერაციას, ასევე ყველა მონაწილეს დაუვიწყარი სანახაობის მოწყობისთვის.
ჩვენ მუდმივად მზად ვართ, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ყველა იმ პროექტსა და ინიციატივას, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო ცნობადს და მიმზიდველს გახდის", - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
თაგები:
ფოთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს