
ავტორი
Front News საქართველო
ფოთში სანიაღვრე ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა მშვიდობის, ვეკუასა და ნიკოლაძის ქუჩებზე მდებარე სატუმბ სადგურებს. პარალელურად, გაიწმინდა მაგისტრალური სანიაღვრე არხები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის გამტარუნარიანობას.
მშვიდობის ქუჩაზე შეიცვალა წყლის ტუმბოები, ხოლო ვეკუას ქუჩაზე განახლდა ჩამკეტი ფარები და დამონტაჟდა ტრანსპორტიორები.
დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ დაათვალიერეს.
უახლოეს პერიოდში იგეგმება შავი ზღვის ქუჩაზე მდებარე სატუმბი სადგურის სრული რეაბილიტაცია და გენერატორების მონტაჟი, რაც სისტემის უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს.
"განხორციელებული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეამცირებს უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის რისკს და გააძლიერებს სანიაღვრე ქსელის ეფექტიან ფუნქციონირებას" - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
თაგები:
ფოთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს