Logo

ფრაქცია "ქართულ ოცნებას" და საპარლამენტო უმრავლესობას ირაკლი კირცხალია უხელმძღვანელებს

პოლიტიკა
310
Frontnews image description

მამუკა მდინარაძის სუსის ხელმძღვანელად დამტკიცების შემდეგ, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ირაკლი კირცხალია უხელმძღვანელებს.

პარლამენტმა ცნობად მიიღო სუსის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის შესახებ განცხადება, ხვალიდან კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის არჩევის პროცედურა დაიწყება.

მამუკა მდინარაძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, ამის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას კენჭს უყრიან.

სუსის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები