ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი – მე მზად ვიყავი ჩასასვლელად, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ კიევში ეს არ სურდათ


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ კიევში მისი ვიზიტი არასასურველად მიიჩნია.
“ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად კიევში ჩასვლა გვსურდა, რათა უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობის ძლიერი სიგნალი დაგვეფიქსირებინა. მე მზად ვიყავი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ კიევში ეს არ სურდათ“, – განაცხადა პოლონეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა.
მანამდე გერმანულმა გამოცემა Bild-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს კიევში ჩასვლა სურდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მასთან შეხვედრა არ ისურვა.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრეზიდენტ ზელენსკის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრა არ სურს გერმანელი პოლიტიკოსის წარსულში რუსეთთან კავშირების გამო.
თაგები:
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს