ფრენსის ფუკუიამა – ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობას სურს ევროპასთან, მაგრამ გყავთ ერთი ადამიანი, რომელიც სხვა მიმართულებით უბიძგებს


ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობას სურს ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან, ევროატლანტიკურ მეგობრებთან ყოფნა, მაგრამ თქვენ გყავთ ერთი ადამიანი, რომელიც სხვა მიმართულებით უბიძგებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ ჟურნალისტებს თბილისში განუცხადა.
“რუსეთთან დაახლოება საშიშია ბევრი აშკარა მიზეზის გამო. ვფიქრობ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ოლიგარქი არ წარმოადგენს თქვენი მოსახლეობის შეხედულებებს.
ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობას სურს ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან, ევროატლანტიკურ მეგობრებთან ყოფნა, მაგრამ თქვენ გყავთ ერთი ადამიანი, რომელიც სხვა მიმართულებით უბიძგებს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ პოლიტიკაში დაბრუნდა, არ ნიშნავს, რომ ის არაა ოლიგარქი. სინამდვილეში, მისი ფული აძლევს მას გავლენას, ვფიქრობ ამახინჯებს დემოკრატიას საქართველოსი”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
თაგები:
ბიძინა ივანიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს