
ავტორი
Front News საქართველო
“თუ სამართლიანობა არ აღდგება, ძალიან მძიმე პერიოდი მოგველის წინ“,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ფრიდონ ინჯიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაფასა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები.
“ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ყველა მხრივ. იმედია შესაბამის დასკვნებს გააკეთებს მმართველი პარტია და გააკეთებს ისე, რომ ეს იყოს უმტკივნეულო, პირველ რიგში მოსახლეობისთვის, მაგრამ ამავდროულად ქურდი, დამნაშავე და ქვეყნის მოღალატე უნდა იყოს ციხეში, იმ ადგილზე, სადაც მას ეკუთვნის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
თაგები:
ფრიდონ ინჯია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს