“ფრილანსერები და ბიზნესი“- თიბისი ბიზნესის ინიციატივით, თბილისში „ხუთშაბათის შეხვედრა“ გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. ბათუმის შემდეგ, ღონისძიება თბილისში, 3 აპრილს გაიმართება და ის “ფრილანსერების და ბიზნესის” თემატიკას დაეთმობა.
„ფრილანსერობა” თანამედროვე სამუშაო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა და მისი როლი ბიზნესგარემოში სულ უფრო იზრდება. “ხუთშაბათის შეხვედრაზე” სპიკერები განიხილავენ, როგორ თანამშრომლობენ “ფრილანსერები” სხვადასხვა სფეროში მოქმედ ბიზნესებთან, რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აწყდებიან ისინი და როგორ შეუძლიათ კომპანიებს “ფრილანსერების” პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. სტუმრები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს და პერსპექტივას იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარმატებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შექმნა.
“ხუთშაბათის შეხვედრის” სპიკერები იქნებიან:
ნიკუშა ანთაძე – კრეატიული სააგენტო Q&A-ს თანადამფუძნებელი;
ირაკლი გრძელიშვილი – Sapioo-ს დამფუძნებელი და დირექტორი;
მარიამ ლორთქიფანიძე – Playmakers-ის მმართველი პარტნიორი
“ხუთშაბათის შეხვედრაზე” დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა: სარეგისტრაციო ბმული
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს