Logo

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა ფრედ დაასრულა

სპორტი
225
Frontnews image description

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დაასრულა.

შეხვედრას თბილისის ახალმა ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

საწყისი წუთები თანაბრად მიმდინარეობდა, სანამ მე-5 წუთზე ერნეს საიბიდონოვმა არ მოახერხა ანგარიშის გახსნა და სტუმრების დაწინაურება.

გოლის შემდეგ თამაში უფრო აქტიურად წარიმართა.

საიბიდინოვმა დუბლი გაიფორმა და მოწინააღმდეგის უპირატესობა გაზარდა.

მეორე ტაიმში გიორგი ჩიმაკაძემ მოახერხა გოლის გატანა და ერთი გოლი გააბათილა. ამ გოლმა ნაკრებს კარგი ფსიქოლოგიური ფონი შეუქმნა.

მატჩის ბოლო წუთზე კი, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ თამაში გადაარჩინა და მატჩი ფრედ დასრულდა.

თაგები:

ფუტსალი
Advertisement