Logo

“პიჯაკების საქმეზე” მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სამართალი
15.11.2021 / 08:59
Frontnews image description

ე.წ პიჯაკების საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

 

ადვოკატების თქმით, სასამართლო ამ საქმის განხილვისასაც ითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადებას და თავად სააკაშვილიც მზად არის, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, მოიკრიბოს ძალები და დაესწროს პროცესს, თუკი პენიტენციური სისტემა ამის ნებას დართავს.

 

“ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის არსებობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანთა უფლებათა და ძირითად დავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მათ შორის, დღესაც როდესაც ექიმებს ვესაუბრეთ აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალღონეს და დაესწრება ამ პროცესს, მთავარია უზრუნველყონ მისი გადაყვანა. შესაბამისად ხვალინდელ პროცესზე სასამართლო ვალდებულია მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს სასამართლო დარბაზში. თუ გააკეთეს ის რაც გააკეთეს 10 ნოემბერს ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ლუსტრაცია თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას სააკაშვილის საზოგადოების წინაშე პირდაპირი გამოჩენის, თუ როგორ ეშინია ხეილისუფლებას სააკაშვილის ხალხისადმი მიმართვის და მისი უშუალოდ სასამართლო წინაშე წარდგენის. 9 წელია საზოგადოებას კვებავენ სიცრუით – “აი მიხეილ სააკაშვილს ჩვენ გავასამართლებთ” “აი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაჩვენებთ მტიკიცებულებებსა და საქმეებს “, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა ხელისუფლება პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში ამყოფებს და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგენასაც არ ცდილობს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები