Logo

პიონტკოვსკი – უკრაინა დაეხმარება მოძმე საქართველოს მოიპოვოს საპატიო ადგილი უსაფრთხოების ახალ სისტემაში

პოლიტიკა
1526
Frontnews image description

უკრაინა დაეხმარება მოძმე საქართველოს მოიპოვოს საპატიო ადგილი ნატო-ში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ განაცხადა.

 

“რაც შეეხება ნატოს წევრობას, თქვენ იცით, რომ ყოველი მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოების ახალ სისტემას გამარჯვებული ქვეყანა განსაზღვრავს. აქ ძირითადი გამარჯვებული ქვეყნები იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი. უკრაინა არ იქნება მთხოვნელი ნატო-ში მიღების. ყველას კარგად ესმის, რომ უკრაინის წევრობა ნატო-ში – ეს არ გახლავთ უკრაინის უსაფრთხოების ამოცანა, არამედ მთლიანად ნატო-ს უსაფრთხოების ამოცანაა. რადგან ერთადერთი ევროპული ჯარი, რომელიც არსებობს და რომელმაც დაამარცხა მსოფლიოს მეორე არმია, ეს გახლავთ უკრაინის ჯარი. უკრაინა იქნება ნატო-ს წამყვანი წევრი. ის იქნება თქვენი მეგობარი, თქვენი ძმა და თქვენ არ დაგჭირდებათ დალოდება დასავლეთისა, რომელიც ხელს ჩაგკიდებთ და ნატო-ში მიგიყვანთ ან არ მიგიყვანთ. უკრაინა დაეხმარება მოძმე საქართველოს მოიპოვოს საპატიო ადგილი უსაფრთხოების ახალ სისტემაში”, – განაცხადა პიონტკოვსკიმ. 

 

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ საქართველოს მიწების დეოკუპაცია უფრო სწრაფად ჩაივლის.

 

“პუტინის ხელისუფლება ინგრევა პოსტსაბჭოთა თითქმის მთელ სივრცეში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მმართველებიც კი, რომლებიც თავის ლოიალობის დემონსტრირებას ახდენენ პუტინის მიმართ, ისინი არ იქნებიან ხელშეკრულები ასეთი ლოიალურობით, როცა პუტინს ჩაანაცვლებენ და მოაცილებენ ხელისუფლებიდან. განთავისუფლება თქვენი ოკუპირებული მიწების გაცილებით უფრო ნაკლებად მტკივნეულად ჩაივლის და სწრაფად უკრაინის გამარჯვების შემდეგ”, – განაცხადა განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “კონტექსტში”.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები